„კამპანიის მსვლელობისას მე ყურადღებას გავამახვილებ გლდანელებზე და ამის შემდეგ გადაწყვეტს მოსახლეობა მხარი ვის დაუჭირონ. კანიდადტს, რომელიც გააკეთებს პოლიტიკას გლდანელებისთვის, თუ კანდიდატს, რომელიც 2016 წელს აირჩიეს გლდანის ერთ ნაწილში მაჟორიტარ დეპუტატად და მას შემდეგ უბრალოდ არ გამოჩენილა, არ დაკავებულა გლდანელების პრობლემების მოგვარებით. ესაა სიმართლე. არაპროფესიონალი პოლიტიკოსების, ფეხბურთელების, ბუცებისა და თამაშის დროს უნდა დასრულდეს და დასრულდება. ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ამას თვითონ შეუწყობს კობიაშვილი ხელს.”
ნიკა მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი
ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, გლდანში “ქართული ოცნების” კანდიდატად გლდანის მოქმედი მაჟორიტარი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დასახელდა. ის აღნიშნულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ნიკა მელიას დაუპირისპირდება.