ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, თბილისის მაჟორიტარული ოლქებიდან ყველაზე ძლიერი და კონკურენტული ბრძოლა ისანში გაიმართება. ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ “მეტრონომთან” მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს, ლაგაზიძის მოსაზრებით, მათ ნაწილს გამარჯვების შანსები აქვთ, თუ სწორად იმოქმედებენ.
“ისანი არის მთავარი ფრონტის ხაზი. ყველაზე რთული ბრძოლა თბილისის მაჟორიტარებს შორის სწორედ ისანში გაიმართება: კახიშვილის კონკურენტად დაყენებით, ყველაზე ძლიერი ბრძოლა ხელისუფლებამ ვაშაძეს გაუმართა, რითაც სრულად გაფანტა ეჭვები ვაშაძის უკან ჩხარტიშვილის კვალის ძებნის თაობაზე.”
“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა. კანდიდატების წარდგენის პრეზენტაციას პარტიის გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილის დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა.