ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წინა რიგებში გამოუშვეს ის კანდიდატები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ და ამასთანავე იქნებიან მორჩილნი”- ვახტანგ ძაბირაძე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “მეტრონომთან” მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს აფასებს და აცხადებს, რომ მათი შერჩევის მთავარი პრინციპი ცნობადობა და მორჩილება იყო.

როგორც ძაბირაძე აცხადებს, “ქართულ ოცნებას” კანდიდატების შერჩევისას დიდი არჩევანი არ ჰქონდა და მან წინა რიგებში ძველი და ცნობილი სახეები გამოიყვანეს.

“მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, “ქართულ ოცნებას” არც თუ ისე დიდი არჩევანი ჰქონდა. ის არეალი, საიდანაც “ქართულ ოცნებას” შეეძლო კანდიდატები შეერჩია, საკმაოდ შეზღუდულია. ამიტომ მათ როგორც ჩანს, მიიღეს ალბათ სწორი გადაწყვეტილება, წინა რიგებში გამოეშვათ ის ადამიანები, ვისაც გარკვეული გამოცდილება აქვთ და თავიანთ რეგიონებში გარკვეული იმიჯი აქვთ. შესაბამისად ასეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც ამასთანავე იქნებიან მორჩილნი და კანდიდატებში ამბოხებული არ უნდა იყოს, მათ შეძლეს და ნახეს ასეთი ძველი კადრები,”- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსის თქმით, კანდდატების არჩევისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ამომრჩეველს მათი გვარი გაგონილი მაინც ჰქოდეს.

“ქართულმა ოცნებამ”  საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა.  კანდიდატების წარდგენის პრეზენტაციას პარტიის გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილის დაესწრო, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

იტვირთბა....