ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) ირაკლი ჩიქოვანი 2016 წელს “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა

20 ივლისს მმართველმა პარტიამ, კოჯორში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

ჩიქოვანი 2016 წელს ზუგდიდში “თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და მაშინ “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.

“დღეს პირდპირ შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ოცნება იწყებს არჩევანის მოპარვას ზუგდიდელებისთვის. მივმართავ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, ნუ ჩაერთვებიან ამ ბინძურ თამაშში. 8 ოქტომბერიც გაივლის, 9 ოქტომბერიც გაივლის და მათ საზოგადოებას უნდა ჩახედონ თვალებში. მათ არ უნდა მოპარონ არჩევანი ჩვენს ამომრჩევლებს. ეს არის ხელწერა, რომელსაც იყენებდა ნაციონალური მოძრაობა, დღეს განაგრძობს ქართული ოცნება და როგორც ჩანს, ამგვარ ფაქტებს ადგილი აქვს სამეგრელოს სხვა რაიონებშიც”. –ამბობდა ჩიქოვანი 2016 წლის 22 აგვისტოს.

2019 წლის ნოემბერში ირაკლი ჩიქოვანი პრემიერმინისტრის მრჩევლად და სპიკერად დაინიშნა.

 

იტვირთბა....