თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვის ვადით შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა პალატამ გამოაცხადა და აღნიშნულით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა.
ცნობისთვის, მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. კალანდია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე განუსაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.