ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა მოსამართლემ მიიღო.

საქმე ეხება 19 ივლისს სასტუმრო “პარაგრაფში” მომხდარ დაპირისპირებას. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც სწორედ გოგოჭური მონაწილეობდა.

შსს-ს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს, 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს, 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს და 353-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....