ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე გაზის მილი აფეთქდა. შემთხვევა ბუნებრივი აირის სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა. გაზის წარმომადგენლების განცხადებით, ჩადებული მილების ტესტირება მიმდინარეობს და აფეთქებაც ამ დროს მოხდა. ამის შსახებ ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.
“დაპრესილი ჰაერის შეტაკებამ ატმოსფერულ ჰაერთან გამოიწვია აფეთქების ხმა. აფეთქება როგორც ასეთი არ ყოფილა” – განაცხადა კომპანია “გაზსერვისის” თანამშრომელმა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბუნებრივი აირი წერეთლის ქუჩაზე კომპანია “გაზსერვისს” გაჰყავს. მომხდარის შესასწავლად ადგილზე ექსპერტიზის ბრიგადას ელოდებიან.