ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პრაქტიკული თვალსაზრისით 2021 წლის შუა პერიოდზე ვამყარებთ იმედებს. იმ დროისთვის ვაქცინა გვექნება” – “ჯანმო”

“ვაქცინის ოცზე მეტი კანდიდატია კლინიკური კვლევების ფარგლებში. ვიმედოვნებთ, რომ აქედან რამდენიმე ეფექტური აღმოჩნდება. პრაქტიკული თვალსაზრისით 2021 წლის შუა პერიოდზე ვამყარებთ იმედებს. იმ დროისთვის ვაქცინა გვექნება, რომლის განაწილებას გლობალურ დონეზე დავიწყებთ.”

სუმია სვამინატანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მსოფლიოში ადამიანებზე 17 ვაქცინის ტესტირება ხორციელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყველაზე პერსპექტიული ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინაა, რომლის კლინიკური გამოკვლევები უკვე მესამე ფაზაში გადავიდა.

იტვირთბა....