ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უკრაინას გაქრობა ემუქრება. სიტუაცია ასეთია – ადგილობრივ ფეოდალებს ქვეყნის ბიუჯეტი გადასცეს…” – მიხეილ სააკაშვილი

პოროშენკოს რეჟიმის ყოფილ წევრებს სურთ დააბრუნონ ის დრო, როცა ხალხის უკონტროლოდ ძარცვა შეეძლოთ. ზელენსკი ამისთვის ხელის შეშლას ცდილობს – ამის შესახებ, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა “Украина 24”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი ჩინოოვნიკების მოქმედების გამო უკრაინას, როგორც სახელმწიფოს გაქრობა ემუქრება.

“სიტუაცია ასეთია – ადგილობრივ ფეოდალებს ქვეყნის ბიუჯეტი გადასცეს. იმის გარდა, რომ ბიუჯეტის 80% იპარავენ, დარჩენილი ფულით კერძო არმიებს ქმნიან. ყველა რეგიონს ჰყავს მუნიციპალური დაცვა – რიგითი ავაზაკები, “ტიტუშკი”, რომლებიც ფორმით და იარაღით დადიან და ამ ხალხს ბიუჯეტი აფინანსებს.

ეჭვსგარეშეა, რომ რეგიონების ნაწილი უკრაინიდან გამოყოფისთვის ემზადება და თუ არ ვიმოქმედეთ, უკრაინა ამ სახით აღარ იარსებებს. მეორე ნაწილი კი კიევზე რევანშს გეგმავს.

პოროშენკოს რეჟიმის ყოფილ წევრებს სურთ დააბრუნონ ის დრო, როცა ხალხის უკონტროლოდ ძარცვა შეეძლოთ. მათ შექმნეს კერძო არმიები, საკუთარი „პატრიოტული ორგანიზაციები“, იყიდეს ადგილობრივი სასამართლოები და პროკურორები, ახლა კი ზელენსკი ამისთვის ხელის შეშლას ცდილობს – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....