aviabiletebi
მთავარი ციტატა

” ხალხმა დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი ხელისუფლება, ასეთი იყო “ქართული ოცნება” და ასეთად დარჩება ყოველთვის” – ივანიშვილი

“კრიზისის პერიოდში მთელი სახელისუფლო გუნდი ზრუნავდა ხალხზე. ექსტრემალურ ვითარებაში, როცა ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგა, ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა. ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი მთავრობა, რომლისთვისაც ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე ღირებულია. ასეთი იყო “ქართული ოცნება” და ასეთად დარჩება ყოველთვის.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიძინა ივანიშვილი – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე

ამის შესახებ ივანიშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც ცოტა ხანში  “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატებს წარადგენენ. 

ცნობისთვის, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

იტვირთბა....