საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას ითვალისწინებს.