შეგახსენებთ, საქმე ეხება მიმდინარე წლის მარტში, ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შედეგადაც პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმიშვილი დააპატიმრეს.
მკოიანი მაშინ ამბობდა, რომ სამველ პეტროსიანი თავს დაესხა და მისი მოკვლა სცადა, ხოლო თვითონ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის უფლება გამოიყენა.
“ადრე გავრცელდა კადრები, თითქოს მკოიანზე ხდებოდა თავდასხმა და ის აუცილებელი მოგერიების ფაგრლებში მოქმედებდა. ეს არის ახალი რაკურსით გადაღებული ვიდეო, სადაც რეალურად ჩანს, რა ხდებოდა რეალურად და მაშინ მკოიანი აქეთ ადანაშაულებდა მკვლელობის მცდელობაში” – განაცხადა “მეტრონომთან” “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა ოთარ კვირიკაშვილმა.