ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გორში, კორპუსის კიბეებზე ძაღლი მოკლეს – გამოძიებამ ნივთმტკიცების სახით სანადირო თოფი ამოიღო

17 ივლისს გორში, კორპუსის კიბეებზე ძაღლი მოკლეს. გამოძიებამ ნივთმტკიცების სახით სანადირო თოფი ამოიღო. მეზობლები ხელს ადებენ ქირურგ ალექსანდრე ხეთაგურს. როგორც ცნობილია, მან ნასვამ მდგომარეობაში მძინარე ძაღლს ესროლა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღი ორჯერ, რომელიც შეგნებულად გამოიტანა სახლიდან, რამაც გამოიწვია ძაღლის ადგილზე დაღუპვა.

ქირურგი ამ ბინაში გადმოსვლის დღიდან იმუქრებოდა, რომ თავისი ცეცხსასროლი იარაღით დახოცავდა ცხოველებს.

კითხვაზე თუ რატომ მოკლა ძაღლი, პასუხობს, რომ აფექტში იყო.

,,ძაღლი აგრესიული იყო და თავს დამესხა, შემეშინდა, ვიფიქრე, რომ ცოფი ჰქონდა და მოგერიების მიზნით ვესროლე” – განუცხადა ჟურნალისტებს ხეთაგურმა.

შს სამინისტრომ გამოძიება ცხოველის მიმართ არაადამიანური მოპყრობის მუხლით დაიწყო.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილის თქმით, ამ ძაღლს კორპუსის მცხოვრებლები უვლიდნენ და ცოფის საშიშროების შემთხვევაში სხვა კუთხით უნდა მოქცეულიყო:

,,მედიცინის ყველა მუშაკმა ნაწილობრივ იცის ვეტერინარიის ანა-ბანა, მით უმეტეს ცოფის გამომხატველი ნიშნები. ეს ძაღლი იმ კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ეს კაცი. ცოფის შემთხვევაში მას უნდა სცოდნოდა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ძაღლს. ასეთ დროს ძაღლის იზოლაციაზე უნდა ეფიქრა და არა მკვლელობაზე რათა მომხდარიყო ძაღლზე დაკვირვება. ეს იგივე ექიმია, როგორც მე ახლა კოსმონავტი” – განაცხადა ირმა მთიულიშვილმა.

სახელწოდებით, “მოვითხოვთ დაისაჯოს ალექსანდრე ხეთაგური, ძაღლის განზრახ მკვლელობისთვის!” პეტიცია შეიქმნა.

იტვირთბა....