ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კისერს მოგიგრეხ, თუ არ აღიარებო!” – ლუკა სირაძის დედა

“ისე ხმამაღლა ელაპარაკებოდა მარიანა ჩოლოიანი – კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის ცოტასთვის მომიგრეხია კისერიო? ჩქარა ახლა, აღიარე დანაშაულიო. იწვევდა, ისე ელაპარაკებოდა და ლუკაც გაბრაზდა. მერე კიდევ დაიწყო – შენი საქციელით, მანერებით, გადახოტრილი თმებით, კაპიშონით ზუსტად შენ ხარ გამკეთებელიო, იქ გიკრავ თავს, სადაც შენი ადგილია და მოგხედავენო. ძალიან შევშინდი, ავნერვიულდი და ტირილი დავიწყე. ვკითხე – შეიძლება ჩემს შვილთან, ბექასთან დავრეკო-მეთქი?… შანტაჟის ახალი ტალღა დაიწყო – აღიარე რომ გეუბნები, შენი გაკეთებულია, ახლა იცი, შენს ძმას რას უზამენ შენი გულისთვის? გამოაგდებენ სამხედრო აკადემიიდან, საქმეს გაუფუჭებენ, ვერსად ვეღარ იმუშავებსო.”

ელიკო ჩხიტუნიძე – ლუკა სირაძის დედა

გარდაცვლილის დედამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში  2019 წლის 10 დეკემბერს გაიხსენა, როდესაც ის და მისი 15 წლის შვილი, ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. 

ცნობისათვის, ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა აქვს შეფარდებული.

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადავარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

 

იტვირთბა....