ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყირიმ-კონგოს ცხელებით იმერეთში მამაკაცი გარდაიცვალა

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფაქტს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ადასტურებს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გარდაცვლილი წყალტუბოს მკვიდრია და მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

“აღნიშნული დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია. დაავადება ჰოელომას ტკიპის ნაკბენით გადადის და შემთხვევა სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანებში გვხვდება” – განაცხადა გიორგიძემ.

 

იტვირთბა....