მცხეთაში, მდინარე მტკვარში მაშველები 31 წლის ქალს უკვე მეშვიდე დღეა ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალმა ავტომობილში გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა. გამოძიების ვერსიით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 15 მაშველი, მათ შორის მყვინთავები და ორი ნავი. ექოლოტით მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება.
ცნობისათვის, 31 წლის ქალი 11 ივლისს დაიკარგა.