გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის განცხადებით, შსს-სთან ჰქონდა კითხვები, რატომ მისცეს მას დაზარალებულის სტატუსი, რის მიზეზადაც ფსიქოლოგიური ზეწოლა დაუსახელეს. ამის შესახებ მან უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ინსტაგრამის მიმოწერები ამოიღეს.
“გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნო დაზარალებულად. ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები” – თქვა ბრეგვაძემ.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.