მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 13 წლის მოზარდს ეძებენ. ოჯახი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ ბიჭი გუშინ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
დილიდან სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მაშველი, ძებნა დრონების მეშვეობითაც მიმდინარეობს.
“მეგობრებო გვჭირდება თქვენი დახმარება.
მესტიის რაიონ, სოფელ ლენჯერში, გუშინ 18 ივლისს, 11 საათზე სახლიდან გამოვიდა 13 წლის ილია ფილფანი. ოჯახი და ახლობლები შუადღის შემდეგ ვეძებთ. იყო ველოსიტედით , ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი. ბოლოს ნახეს ლენჯერში. იმ შემთხვევაში თუ ფოტოზე გამოსახულ ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ დაგვიკავშირდით.
591542653- ირაკლი
595409484-ანანო”, – ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.