მაშველებმა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ქობულეთში, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კაცი ორ მეგობართან ერთად ცურავდა – ორივე მათგანი წყლიდან ამოყვანილია. მის სამძებრო სამუშაოებში ქობულეთისა და ბათუმის მყვინთავები იყვნენ ჩართულები
.