ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარტვილში გარდაცვლილი ქალის ცხედარი მამას არ აჩვენეს – ოჯახის წევრები მკვლელობაზე საუბრობენ

მარტვილში 26 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ის მისმა მისმა მცირეწლოვანმა შვილმა ჩამომხრჩვალი იპოვე. თუმცა, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ქალს თავი არ მოუკვლია და ის ნაწამებია. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა ავრცელებს.”

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს ამის გასამყარებელ არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ შვილის გარდაცვალებება რამდენიმე საათის გვიან სეატყობინეს და ასევე, ცხედარის სახლში გატანებაზე უარი განუცხადეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალს კონფლიქტი ჰქონდა მულთან და დედამთილთან. გარდა ამისა, ოჯახის წევრები იმ საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ, რომ გარდაცვლილის მამას ცხედარი არ აჩვენეს და მან დაკრძალვის მომენტში შვილი მხოლოდ რამდენიმე წამით დაინახა, რომელმაც შეემჩნია დაზიანებები ყელზე, მაჯებზე და შუბლზე.

დანიშნულია რამდენიმე სახის ექსპერტიზა, რომელმაც გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს და უნდა თქვას, ხომ არ აღენიშნება რაიმე სახის ძალადობის კვალი. გამოძიება თვითმკლვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

იტვირთბა....