გიორგი შაქარაშვილის 19 ტომიანი საქმიდან ახალი დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, მე-4 ტომში არსებობს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენება, რომელიც შესაძლოა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდეს.
აღნიშნული ჩვენებების მიხედვით,3 პირს, კერძოდ არჩილ გაგნიძეს, ვახო ჩიქოვანს და ასევე ჩიქოვანს მოყოლილ ერთ არასრულწლოვანს ბრალს განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარუდგენენ.
ჩვენების მიხედვით, “ტოიოტა ქამრის” ერთ-ერთი მგზავრი ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს არაგვის პირამდე სწორედ ამ სამმა ადამიანმა სდია.
გიორგი შაქარაქშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხვას საქმის ფიგურანტებს.