მთავარი ციტატა

“ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად”- მეუფე ნიკოლოზი ჩოლოიანზე

“მარიანა ჩოლოიანს რაც შეეხება, სიღრმეებში ვერ შევალ, რადგან ეს გამოძიების საქმეა. ჩემი აზრი არის ის, რომ ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად. მე დამნაშავის სულიც მაინტერესებს. სიკვდილით დასჯა როცა არსებობდა სიკვდილმისჯილებთანაც დავდიოდით.”

მეუფე ნიკოლოზი – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი

მეუფეს თქწმით, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვისაც ლუკა სირაძის მიმართ რაიმე ტიპის გადაცდომა ჰქონდა. თუკი თვითმკვლელობა ჩაიდინა ეს არის დამამძიმებელი გარემოება და სასჯელი უნდა იყოს მკაცრი.

ამასთან, როგორც მეუფემ განაცხადა, თავის დროზე ეკლესია დარწმუნდა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შემთხვევითობა, ამიტომ 15 წლის ლუკა სირაძეს წესი აუგო.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის დეკემბერში, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

 

იტვირთბა....