ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთში მეხუთე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.

მცირეწლოვანს თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა,  შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....