“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საარჩევნო სიის ნომრით რომელი ვიქნები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
გახარიას თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატობაზე არ უფიქრია.
„მესმის, რომ გარკვეული ინტერესია აქ, რაღაც ინტრიგაა. დაველოდოთ ცოტა ხანი. მე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის სიის ნომრით რომელი ვიქნები, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება ” ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს. მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათიდან გახნის.