ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მინდორში ვეძებეთ… ხო არ დაბრიდეს-მეთქი” – ახალი მიმოწერები შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა. ახალ მასალებში უკვე დევს ჩხუბის მონაწილეების მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ მისმა მეგობრებმა იმავე ღამეს იცოდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

“ის შენი ახლობელი სად არის, ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდა…მინდორში ვეძებეთ, ბიჭო…ხო არ დაბრიდესმეთქი” – მიმოწერაში ამ შინაარსის შეტყობინებები იკითხება.

საკუთარ დაზიანებებს ერთ-ერთი ფიგურანტი, გიორგი ქათამაძე აღწერს, რომელსაც ჭრილობები თავისა და სახის არეში ჰქონდა მიყენებული და სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა, თუმცა მან ექიმებს უთხრა, რომ ველოსიპედიდან გადავარდა.

შსს-ში ამჟამად 18 ივნისის წვეულების იუბილარს, ანი გაბეჩავას კითხავენ. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაბეჩავა უწყებაში დღეს ისევ დაიბარეს, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ ნარეკვავის აგარკზე მყოფი ახალგაზრდების გამოკითხვები განაახლა. გუშინ უწყებაში იმყოფებოდა ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც მედიასთან ამ დრომდე დუმს და კომენტარს არ აკეთებს.

იტვირთბა....