ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ეფექტურია თუ არა კორონავირუსის ანტისხეულების სწრაფი ტესტი – ბრიტანეთში პირველი ცდები დასრულდა

კორონავირუსის ანტისხეულების სწრაფმა ტესტმა დიდ ბრიტანეთში პირველი ცდები წარმატებით გაიარა – ამის შესახებ ინფორმაციას “ტელეგრაფი” ავრცელებს.

არსებული ცნობით, ტესტმა გასულ თვეში ჩატარებული კლინიკური ცდების დროს 98,6%-იანი სიზუსტე აჩვენა.

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და წამყვანი ბრიტანული დიაგნოსტიკური კომპანიების მიერ შემუშავებული ტესტი სახლში გამოყენებისთვის არის გათვალისწინებული და 20 წუთში ადგენს, ყოფილა თუ არა ადამიანი ოდესმე ინფიცირებული კორონავირუსით.

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში იმედი აქვთ, რომ სწრაფი ტესტი მასობრივად ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე გახდება.

იტვირთბა....