რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “კეთილი ნების ელჩი” გახდა.
“კეთილი ნების” ელჩები ოკუპირებულ აფხაზეთში გამოავლინეს და, სერგეი გავრილოვის გარდა, სტატუსი რუსმა მომღერლებმა, ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერიამ მიიღეს.
ოკუპირებული აფხაზეთის პოზიციის თანახმად, “კეთილი ნების ელჩები” “აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციითა და საერთაშორისო ასპარეზზე “ქვეყნის” წამოწევით დაკავდებიან”.