“მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს. ამიტომ, რაც მან და მისმა გუნდმა უნდა გააკეთოს არის ის, რომ ეს კომპასი გაუსწორონ. არეული კომპასით პოლიტიკურ პროცესებში მოძრაობა ძალიან არაეფექტურია და წამგებიანი. სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოხდა სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა რუსეთზე.”
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.