aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ისე არ გააკეთოთ, რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ” – ფოტოგრაფის ადვოკატი

“ამოღებულია კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. ჩვენ ვაპირებთ იმ ადგილზე ჩასვლას, სადაც იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე მაშინ, როდესაც იმალებოდა, ჩავალთ ზუსტად დროის იმ პერიოდში, როდესაც იაკობს იქ ყოფნა მოუწია, გადავიღებთ კადრებს თუ სად იმალებოდა. აუცილებლად გადახტება იქ არსებულ ღობეზე იაკობი ჟურნალისტების თვალწინ, რომ ყველაფერი ნახოთ. ეს იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები. ისე არ გააკეთოთ რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირმა ჭკადუა – გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი.

ირმა ჭკადუამ ფოტოგრაფ იაკო ბრეგვაძის დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ადვოკატის თქმით, მიმართავენ სახალხო დამცველს, დაინტერესდეს, რაც ხდება იაკობ ბრეგვაძის ირგვლივ.

 

იტვირთბა....