დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა. ამასთან დაკავშირებით ფრაქცია “დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” პარლამენტის ბიუროს მიმართა.
გედევან ფოფხაძის განცხადებით, კომიტეტიდან გაყვანის სურვილი ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ გამოთქვა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.