“თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს არის მკვლელობა, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა. ექსპერტიზა ვერაფერს დადებს. უბრალოდ თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან დღეს ივანიშვილის ხელშია სასამართლოც და პროკუროტარაც, რომ არჩევნებისთვის რაღაც აწყობთ, შეიძლება რაღაც დაიდოს, მაგრამ საქმე იმდენად არასრულფასოვნად არის გამოძიებული, იმდენად დაგვიანებულად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ასევე გადაიწვა კვალი, რომ მეეჭვება, კვალზე გავიდნენ.”
ზაზა ხატიაშვილი – იურისტი
ამის შესახებ მან გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას ტვ “პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა.