ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კაცს საკუთარ სამზარეულოში დათვი დაესხა თავს

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, კაცს საკუთარ სამზარეულოში დათვი დაესხა თავს. როგორც CNN-ი წერს, მამაკაცს სამზარეულოდან ხმაური მოესმა. ოთახში შესულს კი დათვი დახვდა. მან ცხოველის სახლიდან გატყუება სცადა. 

მამაკაცი სახლში 12 წლის ტყუპთან იმყოფებოდა და ცდილობდა დათვი ბავშვებთან არ მიეშვა. სწორედ ამ დროს ცხოველმა მას ჯერ სახეში, შემდეგ კი ზურგში ჩაარტყა თათი.

დაშავებულმა ჩერნოვსკიმ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა, რომლის თანამშრომლებმაც დათვის პოვნა და მოკვლა მოახერხეს.

იტვირთბა....