ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავღანეთში, 10 ქართველ ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ინფორმაციით, ინფიცირებულები გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით საქართველოში დღეს ჩამოიყვანეს.

“დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს – ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება” – ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ავღანეთში სხვა ქართველ ჯარისკაცებს კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ინფიცირებულები საიზოლაციო სივრცეებში იყვნენ მოთავსებული. ისინი მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალებში გააგრძელებენ.

“დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის” – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....