გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის განცხადებით, საქმის ახალ მასალებში არანაირი შესაძლო მტკიცებულებები არ არის, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფების შემხებლობას დაამტკიცებს გიორგი შაქარაშვილთან.
,,ჩვენ წერილობითი განცხადებით მივმართავთ საგამოძიებო ორგანოს, ვინაიდან, კონკრეტული პირები მოდიან საგამოძიებო ორგანოში, ჩვენებებს აძლევენ და ეს მასალებში ასახვას ვერ ჰპოვებს. გვაქვს ეჭვი, რომ ამ სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში 109-ე მუხლთან მიმართებაში იყოს ცალკე წარმოებად გამოძიება დაწყებული. თუ ეს ასეა, იმ დრომდე, ვიდრე ბრალდებულების სტატუსი არ ექნებათ, არც ექნებათ ვალდებულება, რომ დაცვის მხარეს გადასცენ შესაძლო მტკიცებულებები. საქმის ახალ მასალებში არანაირი შესაძლო მტკიცებულებები არ არის, რაც დაამტკიცებს რაიმე შემხებლობას გარდაცვლილთან” – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.