ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ქვეყანა არ გაიხსნება, სანამ ოქტომბრის არჩევნები არ ჩაივლის, მთავრობა არ გარისკავს იმ პოპულარობას” – ასლი

“ამ ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ქვეყანა არ გაიხსნება, სანამ ოქტომბრის არჩევნები არ ჩაივლის, მთავრობა არ გარისკავს იმ პოპულარობას, COVID-ის კრიზისის მართვით რომ მოიპოვეს. ყველას ამოგვკეტავენ ქვეყანაში და თითოეულს აუკრძალავენ შემოსვლას და გასვლას, სანამ არჩევნები მორჩება. მთავრობა არავითარ შემთხვევაში დათანხმება ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რამაც დამატებითი ინფექცია შეიძლება გააჩინოს. ივანიშვილს უბრალოდ არ ადარდებს, ათასობით კომპანია თუ გაკოტრდება, ასობით ათასი ქართველი თუ უმუშევარი დარჩება და გაღარიბდება. მისთვის მთავარი არჩევნების მოგებაა, იმის მიუხედავად, თუ რა დაუჯდება ეს მოსახლეობას.”

ფადი ასლი – საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

იტვირთბა....