“ექსპერტიზამ გარეგანი დათვალიერებით დაზიანება ვერ აღმოაჩინა, ასევე, ექსპერტებს ჰქონდათ კითხვები, ხომ არ მიუღია მონაწილეობა ხიდთან მომხდარ დაპირისპირებაში და ზ.ხ.მ განუცხადა, რომ მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. მას დაზიანება არ აღენიშნება.”
გიორგი გელხაური – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ=ის ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
არასრულწლოვნის ექპერტიზა გლდანის მერვე განყოფილებაში ცოტა ხანში დასრულდა. ექსპერტები დაინტერესდნენ, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ხიდზე მომხდარი დაპირისპირებიდან მიყენებული დაზიანებები.