aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზვიად გამსახურდიას ოჯახი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

როგორც გამსახურდიების ოჯახის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს, დროულად გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის ბათილობას ეხება, რომლითაც აკრძალულია დაზარალებული მხარისთვის საქმის მასალების გადაცემა.

„დასახელებულ საქმეზე სადავო ნორმის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ჩვენი, როგორც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის მასალები შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, შესაბამისად, მას უნდა შეეძლოს ასლების მიღება, თუ ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს. საქმე განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2019 წლის 28 მარტს, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოცხადებული“, – აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

გიგუაშვილის განცხადებით, იმ შემადგენილობიდან, რომელმაც 2019 წლის მარტში მათი სარჩელი განიხილა, დღეს ორი მოსამართლე კოლეგიაში აღარ არის. შესაბამისად, გაუგებარია, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, ვინაიდან დღემდე რამე სახის ინფორმაცია მოსარჩელისთვის ოფიციალურად ცნობილი არ არის.

იტვირთბა....