საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი – 90% – ჯარს ენდობა – ამის შესახენ Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზე ეკლესიაა – 88% ამბობს, რომ მას ენდობა. შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოდის 79%-ით.
რაც შეეხება პოლიციას 70% ენდობა, უნივერსიტეტებს – 69%; ქართულ მედიას – 68%; პრემიერმინისტრს – 63%; ომბუდსმენს – 61%; ადგილობრივ ხელისუფლებას – 57%; მთავრობას – 52%; ცესკოს – 51%; NGO-ებს – ასევე 51%;
ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოს პრეზიდენტს აქვს – 59% ამბობს, რომ მას არ ენდობა. ასევე 58% არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს; 58% ამბობს, რომ არ ენდობა ქართულ ბანკებს; 54% არ ენდობა პროკურატურას; ასევე 54% არ ენდობა სასამართლოებს; 51% არ ენდობა პარლამენტს.