ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინები გადაეცემათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში ბინები გადაეცემათ.

მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე.

“თავდაცვის სმაინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მისი უწყებრივი ბინები, დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადასცეს. საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული. ეს, რა თქმა უნდა, ადრეც გასაკეთებელი იყო, თუმცა, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....