ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აგვისტოდან Facebook-ი საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობას მოითხოვს

2020 წლის აგვისტოდან Facebook-ი საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის – ინფორმაციას ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ 15 ივლისის ოფიციალური წერილით აცნობეს.

“ეს გადაწყვეტილება 15 ივლისის ოფიციალური წერილით (bit.ly/2WnANnl) ადმინისტრაციამ იმ 48 სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციას გვამცნო, ვინც 29 ივნისს ღია მიმართვით (bit.ly/2Ow5WjS) მოვუწოდეთ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის მექანიზმების დაუყოვნებლივ ამოქმედებისკენ.

უმოკლეს დროში Facebook-ისგან მიღებული ეს დადებითი პასუხი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევაა იმ პრობლემის მოგვარების გზაზე, რომლის აღმოფხვრასაც ყველაზე პოპულარულო სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ჩვენთან აქტიური თანამშრომლობით გეგმავს.
ვფიქრობთ, Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს 2020 წლის საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას და მის დაცვას შიდა და გარე არაჯეროვანი ჩარევისგან.

Facebook-ზე პოლიტიკური შინაარსის მასალის გამჭირვალობის საჭიროებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არაერთგზის მიუთითებდა, მათ შორის ბოლო ანგარიშშიც, რომელიც 2019 წელს პარტიათა დაფინანსების საკითხებს მიმოიხილავს.” – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

იტვირთბა....