ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შესაძლოა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეებმა სოციალური დახმარებები კიდევ ერთხელ მიიღონ

პრემიერ-მინისტრ გიორგი ახარიას განცხადებით, ვინაიდან, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი წლის ბოლომდე გაგრძელდება, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური პაკეტების გაცემა შესაძლოა გახანგრძლივდეს.

გახარიამ ფინანსთა სამინისტროს დაავალა, სოციალური დახმარების მიმღებ მოქალაქეთა სიას კიდევ ერთხელ გადახედოს და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეების დასახმარებლად რესურსები მოიზიდოს.

“კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ სიას, კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ.

პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე, ამ შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე, როგორც მინიმუმ. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, , სოციალური დახმარების პაკეტები დღეის მდგომარეობით, 721 000-მა მოქალაქემ მიიღო.

იტვირთბა....