ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, რეანიმაციაში რჩება” – ქაშიბაძე

გოგონა, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, კვლავ რეანიმაციაში რჩება – ინფორმაციას ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე აცხადებს.

როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტს მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯერჯერობით, არ აღენიშნება.

“მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, კვლავ რეანიმაციაში იმყოფება პაციენტი. გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტობრივად, იგივე სიტუაცია გვაქვს. მთავარია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებისკენ არ არის წასული”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

​შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

იტვირთბა....