ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვში საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, 150-მდე ადამიანი დააკავეს

მოსკოვში, საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტექტო აქციები იმართება. გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სამარტალდამცავებმა 150-მდე ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც.

საპროტესტო აქცია პუშკინის მოედანზე დაიწყო, სადაც მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხელმოწერებსაც აგროვებდნენ. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც პოლიციამ დაკავებები დაიწყო.

შეგახსენებთ, რუსეთში პირველ ივლისს საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც პუტინს ძ2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველი მიენიჭა. ცვლილებებს მხარი 77,9%-მა დაუჭირა, 21.2% კი – წინააღმდეგი წავიდა.

 

იტვირთბა....