გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, თბილისში დაბრუნებული გურამ ამირხანაშვილი მას შემდეგ, რაც მან „თეთრპერანგიან” მამაკაცთან დაასრულა საუბარი. კადრებს “ტვ პირველი” ავრცელებს.
ასევე კადრებში ჩანს, რომ საუბრის დასრულების შემდეგ გურამ ამრიხანაშვილი მარტო ტოვებს წერეთლის გამზირს.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.