19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი, “ფორმულას” ეთერში ანი გაბეჩავას მიერ მიცემულ პირველ კომენტარს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ამან საკუთარი დაბადების დღე გადაიხადა თუ მეზობლის?” – წერს ანი შაქარაშვილი და გაბეჩავას ინტერვიუს ბმულს აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.