ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აია სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ

აია სოფიას ტაძარში ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს დაფარავენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებისა და მოზაიკების დაფარვა ფარდებით ან ლაზერით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 1934 წლის განკარგულება აია სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭების შესახებ გააუქმა.

პირველი მუსლიმური ლოცვა აია სოფიაში მომავალ კვირაში გაიმართება.

იტვირთბა....