“ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია. ბიძინა ივანიშვილის გარეშე მე „ქართული ოცნება“ ვერ წარმომიდგენია. ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში არის ჩართული და თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა? რა მნიშვნელობა აქვს, დღეს მთელი მსოფლიო ვირტუალურად უკავშირდება ერთმანეთს.”
სოფო კილაძე – ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.