ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნების“ გუნდი ვერ წარმომიდგენია” – სოფო კილაძე

ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება საქმეზე ორიენტირებული, ამომრჩევლები უნდა დავარწმუნოთ, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შეეცდება, არ გადავიდეს ოპოზიციის აგრესიულ ნარატივზე.

„ძალიან მაკვირვებს, ოპოზიციას ვინმეს აგრესიული რიტორიკა რომ გაუკვირდება. კობახიძე იმ კითხვებსა და შეტევებს პასუხობს, რომელსაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან გარკვეული პირები ახორციელებენ. ჩვენი კამპანია იქნება საქმეზე ორიენტირებული, ამომრჩევლები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. შევეცდებით, ოპოზიციის აგრესიულ ნარატივზე არ გადავიდეთ“, – განაცხადა კილაძემ.

ამასთან, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაშია ჩართული.

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე ეს გუნდი ვერ წარმომიდგენია. ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაშია ჩართული“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

იტვირთბა....