გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული.
“მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი – სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე – სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე”, – განაცხადეს პროკურატურაში.
ქურდობის ფაქტზე ბრალდებული 20 წლის ზაალ ძაგანიშვილის ოჯახის მტკიცებით, ბრალდებული მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული.