ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დანარჩენი სამივე შემთხვევა იმპორტირებულია.
„4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულის რიცხვი 3-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი შემთხვევიდან 3 არის შემოტანილი, მათგან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, ხოლო მე-4 შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება და ალბათ, მოკვლეული იქნება, თბილისში დადასტურდა ეს შემთხვევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 26 პაციენტი აგრძელებს, მათგან ერთს პნევმონია აქვს.
“ჩვენს ცენტრში 1 გამოჯანრთელდა, დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა, სამივე იმპორტირებული – ერთი სომხეთიდან, ორი ყირგიზეთიდან და ამჟამად გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი. მათი მდგომარება საშუალო სიმძმისაა, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არ არის მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.